შეცვლის თუ არა „ოცნება“ პოზიციას — დიუშენით დაავადებული ბავშვების საქმეში საპატრიარქო ერთვება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დღეს საპატრიარქოში მეუფე შიოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ეკლესია მათ პრობლემაში ჩართვას და პროცესის შუამავლობას გეგმავს. თითქმის ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ საუბარი კონკრეტული დაპირებებით დასრულდა და პროცესში საპატრიარქო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
მშობლების ინფორმაციით, პირველი ნაბიჯი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა იქნება, რომელშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები, ექიმები და თავად მშობლები შევლენ. მათი თქმით, ჯგუფი პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
თუმცა, საპატრიარქოს გზავნილების პარალელურად, განსხვავებული პოზიცია ისმის ივანიშვილის ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ მოთხოვნილი მედიკამენტების ეფექტიანობის საკითხზე საუბრობენ. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო რესურსები „ფარმაცევტულ მაფიას“ არ უნდა მოხმარდეს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.