სასამართლომ ანა შუბითიძეს 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა შუბითიძეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სამოქალაქო აქტივისტს შსს 17 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებოდა.
- მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
- ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის [განმეორებით] ჩადენა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.