რატომ არ უფორმებს სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას?
რატომ არ უფორმებს სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას? - 6 წლიანი მუხლით დაკავებული აქტივისტების ნაწილმა საგამოძიებო უწყებას ოფიციალურად მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს "პირველებს" ადვოკატებმა დაუდასტურეს.
უფლებადამცველების თქმით, ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა, მეტიც, ბრალდების მხარისგან პასუხისც კი არ არის, ამიტომაც ისინი ეჭვობენ, რომ ყველაფერს უბრალოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
შეიძლება ეს სიტყვაც გამოვიყენოთ, რომ "გადააგდეს" ეს ადამიანები - ეუბნება "პირველებს" საბა კორძაიას ადვოკატი.
პასუხი თუ ჩამოყალიბებული არ იყო, მაშინ აზრიც არ ჰქონდა აქამდე მიმართვას. საბა კორძაიას თხოვნაც იყო რომ მიგვემარტა, მივმართეთ, მაგრამ ეს მიმართვა დარჩა მიმართვად. დღეის მოცემულობით, იმას თუ გავითვალისწინეთ, რომ არანაირი პასუხი არ გვაქვს, შეიძლება ეს სიტყვაც გამოვიყენოთ, რომ "გადააგდეს" ეს ხალხი. დღემდე არანაირი პასუხი არ გვაქვს, არც არავინ დაგვკავშირებია და კონტაქტზე არავინ გამოსულა საპროცესოსთან დაკავშირებით. ეს ფორმალური ხასიათი თუ იყო, რომ ვინმემ თავი დაიკმაყოფილა იმით, რომ აი მოგვმართეს, კი ბატონო, მივმართეთ, მაგრამ შედეგი ჩვენ არ მიგვიღია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რატომ მივმართეთ ჩვენ საპროცესოზე - არა იმიტომ, რომ რომ რეალურად, მართლა ისე აქვს პროკურატურას საქმე შეკერილი, რომ ამ პირების ბრალეულობა დგინდება, არამედ მოლოდინი არ გვაქვს ჩვენ სასამართლოსი, რომ საქმე სამართლიანად განიხილება", - აცხადებს საბა კორძაიას ადვოკატი.
იდენტურ ინფორმაციას აწვდის "პირველებს" სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული იური ლომიძის ადვოკატიც. უფლებადამცველი ამბობს, რომ მიუხედვად იმისა, რომ ლომიძემ საგამოძებო უწყებას საპროცესოს გაფორმების თხოვნით მიმართა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიღწეული არ არის. საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ბრალდების მხარის მიერ ის პირობები, რომლის შეთავაზებაც იქნება დაცვის მხარესთან. მიმართვა გაკეთებულია, თუმცა მათი მხრიდან არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული", - ამბობს ლომიძის ინტერესების დამცველი.
ადვოკატი ჩელე ყურუა ამბობს, რომ ეს არ არის არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა, როცა პროკურატურა ბრალდებულს ატყუებს.
ჩემი ღრმა რწმენით, საპროცესოებზე ამ მოლოდინის აწევა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მოითხოვონ აღიარება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი დაუშავებიათ. ეს არც პირველი და არც ბოლო, როცა პროკურატურა ბრალდებულს ატყუებს", - ამბობს ჩელე ყურუა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა და "ოცნება" ამ დრომდე ირწმუნება, რომ აღიარების და მიმართვის შემთხვევაში დაკავბულ პირებს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს.