"შეუძლებელია ქართველ კაცს აუკრძალო ლანძღვა და გინება მისი, ვინც ჰქონია საგინებელი" - ბორის (ჩელე) ყურუა
"შეუძლებელია ქართველ კაცს აუკრძალო ლანძღვა და გინება მისი, ვინც ჰქონია საგინებელი" - ამის შესახებ უფლებადამცველმა, ბორის (ჩელე) ყურუამ განაცხადა და "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამის აკრძალვა არც კომუნისტებს გამოუვიდათ და არ ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" გამოუვა.
ბორის "ჩელე" ყურუამ აღნიშნა, რომ "ამგვარ ამკრძალავ რეგულაციას ისე ვერ გააკეთებენ, რომ უარესი შედეგი არ მიიღონ".
მგონია, რომ კიდევ და კიდევ ძალას აჩვენებენ და თან უნდათ, რომ თავისიანებს კომფორტი შეუქმნან - ფული აქვთ, ტენდერები აქვთ, კარგად ცხოვრობენ, კარგი მანქანები ჰყავთ, უცხოეთში ვერ დადიან და აქ კიდევ ვიღაცები აგინებენ და ამ შემთხვევაში როგორ უნდა ისიამოვნონ ამ ყველაფრით.
სიძულვილის ენას რაც შეეხება, იმთავითვე უნდა ითქვას, რომ "ქართულ ოცნებას" ალბათ იმდენი ჯარიმა გამოეწერება ამ შემთხვევაში, რომ გაკოტრდებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბიუჯეტიც მათია და კიდევ უამრავი ფული ტრიალებს ამ პარტიაში, მაგრამ მეორეს მხრივ უნდათ, რომ ადამიანები დააშინონ და უთხრან, რომ თქვენ სიტყვის თავისუფლებას წაგართმევთ Facebook-ის პოსტის დონეზე.
რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს ადამიანი, რაც არ უნდა ბევრი ჭკვიანი ადამიანი შეიკრიბოს ერთად, ამგვარ ამკრძალავ რეგულაციას ისე ვერ გააკეთებენ, რომ უარესი შედეგი არ მიიღონ. ამ შემთხვევაში უცენზურო სიტყვების, ლანძღვის, გინების, შეიძლება მოტივი, მოტივაცია და მიზანი არასდროს არ ჰქონდა, მაგრამ აკრძალვის შემთხვევაში ვიღაცეებმაც დაიწყონ და გააკეთონ იმ ფორმით, რომელიც მოერგება კონკრეტულ საკანონმდებლო ჩანაწერს, რომელსაც ისინი გააკეთებენ, თუმცა მოსასმენად იქნება ბევრად უფრო უსიამოვნო მათთვის.
შეუძლებელია ქართველ კაცს აუკრძალო ლანძღვა და გინება მისი, ვინც ჰქონია საგინებელი. ეს არ გამოუვიდათ კომუნისტებს და არ მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" გამოუვიდეს," - განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
- მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".
მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა