3-ის ნაცვლად, 1 გამოკითხული სპეცრაზმელი - როგორც ხსნის ხაბეიშვილის საქმის პროკურორი ბრალდების მხარის გადაწყვეტილებას

21.05.26 15:23
3-ის ნაცვლად, 1 გამოკითხული სპეცრაზმელი - როგორც ხსნის ხაბეიშვილის საქმის პროკურორი ბრალდების მხარის გადაწყვეტილებას

პროკურატურა ირწმუნება, რომ "თავად ჩათვალეს საჭიროდ" ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მხოლოდ ერთი სპეცრაზმელი დაკითხულიყო - როგორც საქმის პროკურორი, ბექა ხუნაშვილი დღეს ტელეკამერებსი წინ ამტკიცებდა, თავად გდდ-ს თანამშრომლებისთვისაც გაუგებარი იყო, რატომ და რა მიზნით მოხდა მათი შერჩევა.

  • ხაბეიშვილის საქმეზე სამი სპეცრაზმელი უნდა გამოკითხულიყო, რომლებსაც უნდა განემარტათ, ხაბეიშვილის განცხადების რა ნაწილმა აგრძნობინათ თავი შეურაცხყოფილად, თუმცა ბრალდების მხარემ გამოკითხვაზე მხოლოდ ერთი გდდ-ს თანამშრომელი მიიყვანა. 

გდდ-ს ყველა თანამშრომლის გამოკითხვა როგორ მოხდებოდა? - თქვა დღეს პროკურორმა მედიასთან. 

ასევე, ბრალდების მხარემ დღეს არ გამორიცხა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივროს. 

საგამოძიებო ორგანოს სურვილი იყო და მათ შორის ეს გამომძიებელმა სასამართლოსაც განუმარტა, რომ შექმნილიყო სურათი, თუ რა შთაბეჭდილებები გამოიწვია (თითოეულ თანამშრომელს ვერ მივიწვევდით და ვერ დავკითხავდით) თანამშრომლებს შორის ლევან ხაბეიშვილის დაპირებამ დიდი ოდენობით თანხის. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს აღნიშნული რწმენა შეექმნა. რაც შეეხება სასამართლოს წინაშე დაკითხვას, ჩვენ ჩავთვალეთ საჭირო მხოლოდ ერთი მათგანის დაკითხვა.

რომ მიწერეს გდდ-ს თანამშრომლებს, თვითონ იმ პიროვნებებისთვისაც აბსოლუტურად უცხო იყო, რატომ და რა მიზნით და რის საფუძველზე მოხდა მათი შერჩევა. გდდ-ს ყველა თანამშრომლის გამოკითხვა როგორ მოხდებოდა? უნდა ამორჩეულიყო კონკრეტული პირები.  ჩვენ შევაფასებთ განაჩენს, ეს არ არის ბოლო ინსტანცია, როგროც მოგეხსენებათ, შესაძლოა გასაჩივრდეს", - ამბობს ბექა ხუნაშვილი. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე. 

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 317-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება, მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსს სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები