თბილისი - მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

05.10.26 22:38
თბილისი - მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა.

ინფორმაციას “მარნეული ნიუსი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები