ომბუდსმენი ამბობს, რომ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს

05.10.26 22:34
ომბუდსმენი ამბობს, რომ  კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში პატიმარ გიორგი დავითაძის თითით გაუპატიურება არ ჩანს. 

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მას შემდეგ, რაც დავითაძემ მიმართა, მისმა წარმომადგენლებმა ნახეს, მსგავსი ფაქტი არ ჩანს.

თუმცა, მისივე თქმით, გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მაშინვე მიმართეს და სწორედ გამოძიების შედეგად დადგინდება სიმართლე.

“კადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ, არ ჩანს, რომ ვიღაცამ ის თითით გააუპატიურა[...] მნიშვნელოვანია, რომ ამის იქით გამოძიებამ გასცეს პასუხი. ერთი არის  ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს[...] დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის“, - განაცხადა ლევან იოსელინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი თითით შეღწევა, იოსელიანი პასუხობს:

ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის, დეტექტორით და სკანერით ეს დებულებაში გაწერილია.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

 

მსგავსი სიახლეები