დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის - ილია მეორე

28.03.21 13:44
დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის - ილია მეორე

დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, - ამის შესსახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო  ქადაგების დროს თქვა.  პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის და სულიერი წინსვლისთვის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად.განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში.ჩვენი სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის და სულიერი წინსვლისთვის - იქადაგა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები