რესტორნებში გადახდილი ფული - კორუფციის მკვლევარი უწყებების არარაციონალურ ხარჯზე საუბრობს

21.05.26 17:17
რესტორნებში გადახდილი ფული - კორუფციის მკვლევარი უწყებების არარაციონალურ ხარჯზე საუბრობს

 

 

"ოცნებას" სარესტორნო ხარჯები დაუთვალეს - კორუფციის მკვლევარი და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე  ხალხის ფულის არამიზნობრივ ფლანგვაზე საუბრობს.

დონაძის თქმით, არ შეიძლება ყველა ღონისძიების მერე კონკრეტული ჩინოვნიკები და ხელმძღვანელი პირები მიდიოდნენ რესტორნებში და ქეიფობდნენ.

მაშინ, როცა კობახიძე არარაციონალურ ხარჯს უწოდებს წამლის ყიდვას, შევახსენებ მას, რომ არც საქართველოს მოქალაქეებისთვის უკითხავთ რესტორანში რომ მიდიოდა აღსრულების ბიურო და 83 ათას ლარს ხარჯავდა - ამბობს დონაძე. 

თუ რამე არის არარაციონალური ხარჯი, ეს არის სარესტორნო ხარჯი. გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება ყველა ღონისძიების მერე კონკრეტული ჩინოვნიკები და ხელმძღვანელი პირები მიდიოდნენ რესტორნებში და ქეიფობდნენ, როგორი ღონისძიებაც არ უნდა იყოს და რა დღესასწაულიც არ უნდა იყოს. თუ არის სახალხო დღესასწაული, ეს უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არ არის შემდეგ აუცილებელი, რომ 10-15 რავიცი 200 ჩინოვნიკი წავიდეს სადღაც და იქეიფოს. ეს ფული უნდა მოხმარდეს სხვა ბევრ სოციალურ პრომლემებს და მაშინ, როცა არარაციონალურ ხარჯს უწოდებს წამლის ყიდვას, შევახსენებ კობახიძეს, რომ არც საქართველოს მოქალაქეებისთვის უკითხავთ პირობითად ზარქუას - მანქანას რომ ყიდულობდნენ და რესტორანში მიდიოდა მაგალითად აღსრულების ბიურო და 83 ათას ლარს ხარჯავდა. არც ამის შესახებ ვიცოდით ჩვენ არაფერი", - ამბობს ბესო დონაძე. 

კორუფციის მკვლევარებმა მიაგნეს ბოლო ორ კვირაში საჯარო უწყებების მიერ სუფრების გაშლაში დახარჯული თანხების ჩამონათვალს.  

ყველაზე მხარჯველ უწყებებს შორის ლიდერობენ აღსრულების ბიურო და ტურიზმის ადმინისტრაციაც.

ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ რეგიონებშიც. დოკუმენტებში ხშირად არ ჩანს დასაბუთება, რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო ქეიფი და ვინ დაპატიჟეს სუფრაზე.

ხარჯები ასე გამოიყურება: 

  • 83,000 ლარი  შუაგულში  (აღსრულების ბიურო)
  • 12,400 ლარი  პარაგრაფში (ტურიზმის ადმინისტრაცია)
  • 10, 000 ლარი  ბათუმი თაუერში ( კომ კომი)
  • 3, 260 ლარი თაბორის პარაგრაფი ( ნავთობის კორპორაცია)
  • 3,749 ლარი ლექსოს მარანში (თელავის მერია)
  • 5,000 ლარი ანტრე 2008 ში ( საპენსიო ფონდი)

 

მსგავსი სიახლეები