შავი ზღვა 10 წელი 5 ბიზნესჯგუფის ხელში იქნება - ვინ ფლობს სტრატეგიულ სიმდიდრეებს?
შავი ზღვა მომდევნო 10 წელი 5 ბიზნესჯგუფის ხელში იქნება. 2036 წლმადე ქართველი ხალხის სიმდიდრის განკარგვა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების ხელშია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს კვლევას, ვინ აკონტროლებს ფოთს, რომელიც ამ ქვეყნისთვის ეკონომიკურად სტრატეგიული ქალაქია. იმ ბიზნესმენებს, ვინც შავ ზღვაში თევზის ჭერის ქსკლუზიური უფლებით სარგებლობენ, მილიონ 282 ათასი ლარი აქვთ "ოცნებისთვის" შეწირული. სახელმწიფომ მათ ლიცენზია აუქციონის გარეშე 2036 წლამდე მისცა.
ვინ იჭერს თევზს შავ ზღვაში? სია ასეთია - წიწილაშვილების ბიზნესჯგუფი, რომლებსაც 400 ათასზე მეტი აქვთ ქართული ოცნებისთვის ნაჩუქარი.
სულხან პაპაშვილის შპს "დრომონი"- ძმები პაპაშვილები კი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები არიან.
შპს "აისბერგი 2", რომლის წილიც "ოცნების" მოქმედ დეპუტატ გიორგი ხახუბიას ეკუთვნის. ნავთობბაზების და საბაჟო საწყობების საქმე კი ხახუბიას სიდედრის კომპანიის ხელშია.
თევზჭერაში ბიზნესინტერესი აქვს ხვიჩა მაქაცარიას, თელასში რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანიის ბიზნესპარნტიორს.
ფოთში მხოლოდ თევზისჭერა არაა ფულის შოვნის წყარო. "ოცნებასთან" დაკავშირებული პოლიტიკური პირები ინაწილებენ სხვა ბიზნესებსაც. დეპუტატ ჩანქსელიანის კომპანია "ბევრილი ჯგუფი" გადაამუშავებს მარცვლეულს და აქვს საწყობები ფოთში. მის კომპანიებს სახელმწიფომ 5 მლნ გადასახადები აპატია.
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური პეის ჯორჯიას ხელშია, მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მფლობელებმა და თანამშრომლებმა მილიონ 146 ათასი შესწირეს "ოცნებას".