კორუფცია საჯარო უწყებებში - რეგიონებში ქრთამის აღება ისევ პრობლემად რჩება

21.05.26 20:57
კორუფცია საჯარო უწყებებში - რეგიონებში ქრთამის აღება ისევ პრობლემად რჩება

სახელმწიფოს საკუთრებას 1000 დოლარად თეთრიწყაროში "ქართული ოცნების" სიით დანიშნული მაჟორიტარი აქირავებდა. ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ქვეყანაში სისტემური კორუფციული დანაშაულის ფაქტებს ადასტურებს. ოპერატიული მასლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავად ჩაწერა და გაავრცელა. თანხის სანაცვლოდ სახელმწიფო საკუთრებას საკემპინგე ზონის მოსაწყობად  სოფელ ჯორჯიაშვილის რწმუნებული და მერიის თანამშროომელი აქირავებენ, ბონუსად დამქირავებელს ბიზნესსაქმიანობაში მფარველობას პირდებიან. 

თეთრიწყაროს მერის, მიხეილ აფციაურის ნდობით აღჭურვილ ორ თანამშრომელს ხელბორკილი მტკიცებულების საფუძველზე დაადეს. როგორ გაეპარა მერს მის სამსახურში არსებული კორუფცია უცნობია. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ როდესაც საჯარო სამსახურში ასეთი დანაშაული ხდება, აქ ყველა რგოლი ჩართულია. 

საჯარო მოხელეებთან ერთად მძიმე დანაშაულში ამხილეს კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი და ფარმაცევტი. საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი დანაშაული სამეგრელოში გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოში, ორ სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტებს უპრობლემოდ ყიდდნენ. აფთიაქის ხელმძღვანელს ფულის სანაცვლოდ ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი ეხმარებოდა და პაციენტებს უშვებდა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები