"ივანიშვილის ხელისუფლება არის დასამხობი" - თავდაცვის ექს-მინისტრმა გაიმეორა, სიტყვები რის გამოც ციხეში უპირებენ გამოკეტვას

21.05.26 21:17
"ივანიშვილის ხელისუფლება არის დასამხობი" - თავდაცვის ექს-მინისტრმა გაიმეორა, სიტყვები რის გამოც ციხეში უპირებენ გამოკეტვას

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ბაჩო ახალაიას პროცესის კარი დღეს დამსწრეებისთვის გაიხსნა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსასჯელის სკამიდან სკანდალური განცხადებები გააკეთა. ფრაზა „ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს “, რომლის გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, ბრალდებულმა დღეს სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორა.

დღეს ხმაური იყო სხდომაზე - ურთიერთშელაპარაკება მოსამართლე ლელა კალიჩენკოსა და ბაჩო ახალაიას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ მას არ მისცა შესაძლებლობა, კვლავ გამოეყენებინა ფრაზა  „დამხობა ბიძინა ივანიშვილს”. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი მაღალჩინოსნის უკმაყოფილება მოჰყვა. ახალაია მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მას კანონი აძლევდა საუბრის უფლებას.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობა/არადასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომაზე გაირკვა, რომ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მოწმეები საბადრაგო სამსახურისა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ და თავადვე მოისმინეს ბაჩო ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადება. საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლების ჩვენება დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, რაც ნიშნავს, რომ დასაკითხად სხდომათა დარბაზში მხოლოდ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დარჩებიან.

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები