"მილიარდერი, ჟმოტი ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას" - ელენე ხოშტარიას წერილი

21.05.26 19:30
"მილიარდერი, ჟმოტი ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას" - ელენე ხოშტარიას წერილი

მილიარდერი ჟმოტი ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას - ასე ეხმაურება "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ნანუკა ჟორჟოლიანის პატიმრობას. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის ციხიდან წერილი ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს გამოუგზავნა.

გილოცავ ნანუკას ნათლობას. მილიარდერი ჟმოტი ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას - წლების ბოღმა აქვს. ზუსტად ვიცი, ყოჩაღად იქნება. იქ რამდენს ილაპარაკებს, რამდენს დაგეგმავს, იზამს, ეგეც ვიცი. რომ გამოა აკოცე! უთხარი ჩემი კამერა ბევრად უკეთესია", - წერს წერილში ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამ დღიან პატიმრობაში გაუშვეს. 

მსგავსი სიახლეები