მდინარაძე კანცელარიაში საზიარო ოთახში ზის, პრესსამსახურთან ერთად - დეა მამისეიშვილი

21.05.26 22:11
მდინარაძე კანცელარიაში საზიარო ოთახში ზის, პრესსამსახურთან ერთად - დეა მამისეიშვილი

 

 

 

ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძეს კანცელარიაში საკუთარი კაბინეტიც არ აქვს და ის პრესამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საზიარო ოთახში ზის.

როგორც ის ამბობს, ამით პრესამსახურს არ აკნინებს, უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ პასუხობს კითხვას, ჩამოაქვეითეს თუ დააწინაურეს სუს-ის ყოფილი შეფი.

როდესაც ივანიშვილი გეუბნება, რომ შენთვის სამინისტრო შევქმენი, კი უნდა გქონდეს ოთახი - ამბობს მამისეიშვილი ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“.

არ ვიცი, რა ენაზე უნდა ველაპარაკოთ რუსულ ხელისუფლებას, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახეც მდინარაძეა, იმიტომ რომ მასზე დიდი წარმოდგენა არც არასდროს მქონია. მდინარაძე ხშირად სვამს ამ კითხვას, ვერ გადაწყვიტეს, ჩამომაქვეითეს თუ დამაწინაურესო, ჩამოაქვეითეს და აქვე ვიტყვი იმ ინფორმაციას, რომელიც მე მაქვს - მას შემდეგ, რაც კანცელარიაში გადაბარგდა, მას საკუთარი ოთახიც არ აქვს, საზიარო კაბინეტში ზის, მას ამ ოთახის მოზიარეებიც ჰყავს... პრესამსახურის ოთახში ზის. ეს იყო, რაც მითხრეს. ამ მონაცემებით, არ ვიცი. რა საკვირველია, პრესსამსახურებს არ ვაკნინებ, მათ თავიანთი საქმე აქვთ, უბრალოდ სახელმწიფო მინისტრის დონეზე რომ აყავხარ ივანიშვილს, გეუბნება, რომ შენთვის სამინისტრო შევქმენი, კი უნდა გქონდეს ოთახი, სადაც იმ ძალიან ბევრ მედალს დაკიდებ, რომლითაც კობახიძემ დაგაჯილდოვა. ჯამში ეს სიგიჟე ქმნის იმას, რასაც ჰქვია “რუსული ოცნება“ ჩემთვის და ვერასდროს, რა კანონიც არ უნდა მიიღონ, ეს ვერ შეიცვლება, - ამბობს ჟურნალისტი.

მსგავსი სიახლეები