როგორ ბედავს “ოცნება“, ბავშვების სიცოცხლეს ფასი დაადოს -დეა მამისეიშვილი
"ოცნება" როგორ ბედავს, რომ ფასი დაადოს ბავშვების სიცოცხლეს, რომელიც ფასდაუდებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის მიცემის თემაზე საუბრისას ინგა გრიოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ივანიშვილის ოცნებამ“ არ უნდა გადაწყვიტოს რა არის მიზნობრივი ხარჯი, როდესაც ამდენი კორუფციონერი ჰყავს ხელისუფლებაში და კორუფციის ბრადელბით დაკავებული მაღლჩინოსანი ციხეში.
ივანიშვილის “ოცნებამ“ როგორ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მიზნობრივი ხარჯი, როემლსაც კორუფციონერები ჰყავდა და ჰყავს ხელისუფლებაში და როდესაც არამიზნობრივ ხარჯებზე დგას ეს ქვეყანა, როგორ ბედავენ საერთოდ, არამიზნობრივ ხარჯებზე საუბარს, ბავშვების კონტექსტში. რაციონალურად ბიუჯეტის დახარჯვაზე გველაპარაკებიან და მაღალჩინოსნები ყველა კორუფციის ბრადდებით არიან ციხეში. ეს არის ამორალური. ხო ბევრი ვერსია მოვისმინეთ, ათასი სიგიჟე ივანიშვილის “ოცნების “მხრიდან, სულ რომ იმ თეორიას გავყვეთ, რომ ეს არის ექსპერიმენტული წამალი და საბოლოო ჯამში ამ ბაშვების სიცოცხლეს ვერ გადაარჩენს ეს წამალი, ხო გაუხანგრძლივებს, ეს ხომ ვიცით, რომელ მშობელს არ უღირს ყველაფერი, რომ საკუთარი შვილის სიცოცხლე გაახანგრძლივოს. რაც ხდება კატასტროფული და ამორალურია , - თქვა მამისეიშვილმა.