კალაძე, კობახიძე და მდინარაძე ქუჩაში ვერ გამოდიან, აქამდეც აგინებდა ხალხი და ამის შემდეგაც აგინებს - თორნიკე რაზმაძე
მდინარაძე ცდილობს საკუთარი მნიშვნელობა გამოაჩინოს, რაღაც ხომ უნდა აკეთოს, სულ რომ არ ჩამოვიდეს სცენიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, თორნიკე რაზმაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძემ, კალაძემდ ა მდინარაძემ უნდა აჩვენონ თავის უფროსს, ივანიშვილს, რომ რაღაცებს აკეთებენ, მუშაობენ და რაღაცნაირად სიტუაციას აკონტროლებენ და სწორედ ამითაა განპირობებული მათი ქმედებები.
მდინარაძე ცდილობს საკუთარი მნიშვნელობა გამოაჩინოს, რაღაც ხომ უნდა აკეთოს, სულ რომ არ ჩამოვიდეს სცენიდან. კობახიძე “მოსკოვის მექანიზმი“ რომ მიიღეს, ამაზე სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი, ჰააგა ახსენეს, ხომ უნდა აჩვენონ თავის უფროსს, ივანიშვილს, რომ რაღაცებს აკეთებენ, მუშაობენ და რაღაცნაირად სიტუაციას აკონტროლებენ. ესენი უკან არ დაიხევენ. ამათთვის ეს საკითხი დგას ასე, ამ წუთას არ გამოესვლებათ ქუჩაში, ნებისმიერი ცნობადი სახე აიღე - კალაძე, კობახიძე და მდინარაძე ქუჩაში ვერ გამოდიან. ამათ გინება არ აწუხებთ, კობახიძეს, მდინარაძეს და კალაძეს აქამდეც აგინებდა ხალხი, კარგებს და კეთილებს, ამის შემდეგაც აგინებს, ეგ რომ არ შეიცვლება იციან, უბრალოდ, უნდათ რომ კონტროლი აჩვენონ, - განაცხადა რაზმაძემ.