თანხის აგროვების შემდეგ "დაიცავი ილიაუნი"-ს წარმომადგენლები კანცელარიასთან დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან მივიდნენ

22.05.26 10:35
თანხის აგროვების შემდეგ "დაიცავი ილიაუნი"-ს წარმომადგენლები კანცელარიასთან დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან მივიდნენ

 

 

მოძრაობა ,,დაიცავი ილიაუნის” წარმომადგენლები  დიუშენის კანცელარიასთან, კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მივიდნენ და 112 000 ლარის შეგროვება შეატყობინეს.

მშობლებს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ და შვილებისთვის წამალს ითხოვენ, ამბობენ, რომ დღეს ბედნიერი დილა გაუთენდათ. მათი თქმით, ისევ ხალხის სოლიდარობამ იხსნა მათი შვილები. 

ამ დროის მონაცემებით, ბავშვების მხარდასაჭერად უწყვეტი ლაივის მეშვეობით 112 000 ლარია შეგროვილი. თანხის რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. 

„დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში,  კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.   

 

მსგავსი სიახლეები