"ასეთი სიხარული დიდი ხანია არ გვიგრძნია"- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მადლობა საზოგადოებას
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ,,დაიცავი ილიაუნის” წარმომადგენლებს და საზოგადოებას მადლობას უხდიან თითოეული თეთრისთვის, რომლებიც მათი შვილების დასახმარებლად იქნა გაღებული.
ასეთი სიხარული დიდი ხანია არ გვიგრძნია - ამბობენ მშობლები.
უდიდესი მადლობა ამ წამოწყებისთვის სტუდენტებს, ჩვენი გვერდში დგომისთვის. ასეთი სიხარული მგონი ჯერ არც მიგრძვნია ამ აქციების წამოწყებიდან. ასევე დიდი მადლობა თითოეული ლარისთვის ყველას. ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის ასეთი მხარდაჭერა. ძალიან დიდი მადლობა ყველას", - ამბობს მშობელი.
ამ დროის მონაცემებით, ბავშვების მხარდასაჭერად უწყვეტი ლაივის მეშვეობით 141 000 ლარია შეგროვილი. თანხის რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება.
"დაიცავი ილიაუნის” წარმომადგენლები ამ წუთებში კანცელარიასთან იმყოფებიან მშობლებთან ერთად და ახალ მონაცემებს აცნობენ.
- ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
- საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.