დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეგროვილი თანხა უკვე 200 ათასს ასცდა

22.05.26 13:20
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეგროვილი თანხა უკვე 200 ათასს ასცდა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების დასახმარებლად შეგროვილი თანხა უკვე 200 ათასს ასცდა. ,,დაიცავი ილიაუნის” უწყვეტი მარათონი ამ წუთამდე გრძელდება.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს სტუდენტების მიერ დაწყებულ საქველმოქმედო კამპანიაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მოზარდების გადარჩენის საქმეში.

უკვე 200 ათას ავცდით ჩვენმი ამ გამოწვევით და ჩვენი ამ მარათონით, ეს თანხა არის მზარდი და მინდა თითოეულ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინ თეთრი მაინც ჩარიცხა. ეს მკაფიოდ აჩვენებს იმას, თუ რამდენად ერთიანია საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბოობს ილიაუნის სტუდენტი.  

„დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.

  • ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში,  კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
  • საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.   

[ფოტო: Mo Se]  

მსგავსი სიახლეები