ელისაშვილის საქმე - მოსამართლე დღეს გადაწყვეტს, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად

22.05.26 13:46
ელისაშვილის საქმე - მოსამართლე დღეს გადაწყვეტს, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად

თბილისის საქალაქო სასამართლო ალეკო ელისაშვილის საქმის განხილვა, მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, ცოტა ხანში დაიწყება.

მოსამართლე მეია მელქაძემ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

ეს არის საქმე, რომელზედაც მხოლოდ ოდოროლოგიური დასკვნა არსებობს, ანუ ძაღლების მიერაა ექსპერტიზა ჩატარებული.

უფლებადამცველების თქმით, ექსპერტიზა რეალურად არ ასახავს ფაქტებს და მოვლენებს, რადგან ღია სივრცეშია ჩატარებული.

ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე აქვთ, ეს არის უცნობი და უსაბუთო ძაღლების მიერ, წვიმიან ამინდში აღებული სუნის კვალის ნიმუშების დამთხვევა, 10 თვის შემდეგ, თითქოსდა, ელისაშვილის ოდოროლოგიურ კვალთან, ამ მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, საქმე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, რა შემთხვევაშიც შეიძლება ის არსებითი განხილვის მოსამართლეს გადაეცეს. მინიმალური სამართლიანობის პირობებში, უნდა შეწყდეს სამართლებრივი დევნა. ფაქტობრივად, ის, როგორც პოლიტიკოსი განეიტრალებულია, გარე სამყაროსთან აკარძალული აქვს კავშირი და მოთავსებულია უმკაცრესი რეჟიმის ციხეში, ბუნებრივია, ასეთი ილუზიები არ გვექნება, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ მისი დაცვისთვის სამართლებრივი საშაულებების გამოყენებას, - ამბობს ადვოკატი.

ექნება თუ არა საშუალება სიტყვით მიმართოს საზოგადოებას ელისაშვილმა და გააკეთოს განცხადება, ამას მოსამართლე გადაწყვეტს.

  • ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.
  • 2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

მსგავსი სიახლეები