პეტიციას, რომელიც დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის დაფინანსების მოთხოვნით შეიქმნა, უკვე 55 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს
პეტიციას, რომელიც დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის დაფინანსების მოთხოვნით შეიქმნა, უკვე 55 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.