უპრეცედენტო სოლიდარობა - სტუდენტებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 2 დღეში 500 ათასი ლარი შეაგროვეს

22.05.26 20:15
უპრეცედენტო სოლიდარობა - სტუდენტებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 2 დღეში 500 ათასი ლარი შეაგროვეს

ყველაფერი სტუდენტების გულწრფელი იდეით დაიწყო. პლატფორმა „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა მიზნად დაისახეს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის, მარათონის გზით, 100 ათასი ლარი შეეგროვებინათ. იდეა მასშტაბური იყო, თუმცა მას თან სკეპტიციზმიც ახლდა — თავად ახალგაზრდებსაც კი ბოლომდე არ სჯეროდათ ამ ჩანაფიქრის რეალისტურობის, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ, სულ რაღაც 38 საათში, მიზნობრივი 100 ათასი ლარი შეგროვდა, რის შემდეგაც თანხამ რეკორდული სისწრაფით დაიწყო ზრდა.


სტუდენტებმა ჯერ 200, შემდეგ კი 300 ათასი ლარის შეგროვება იზეიმეს. უფრო მეტიც — მარათონი ამ დრომდე მიმდინარეობს და თანხა ზრდას ამ წუთებშიც აგრძელებს. სოლიდარობის ამ მასშტაბით, პასუხი, პირველ რიგში, ირაკლი კობახიძეს გაეცა, რომელმაც ბავშვებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ვერ გაიმეტა და ეს ხალხის ნების არარსებობას დააბრალა.


ეს ამბავი ყველაზე ემოციური იმ ადამიანებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც უკვე თვეზე მეტია, წვიმაში, ქარსა და უამინდობაში, „ქართულ ოცნებას“ შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს უშედეგოდ სთხოვენ. ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიერ მიტოვებულ მშობლებს, საზოგადოების ამგვარი თანადგომის ფონზე, მადლიერების სიტყვებით გადმოცემაც კი უჭირთ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.