ლევან ახობაძის საქმის პროკურორი განმარტავს, რატომ გაქრა გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ბრალდების დადგენილებიდან
დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის საქმის პროკურორი, ანა ლეკიაშვილი განმარტავს, რატომ გაქრა გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ბრალდების დადგენილებიდან. მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ საფუძველი შეიქმნება, შესაძლოა გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი დაუმძიმდეს.
რაც შეეხება ახობაძეს, პროკურორის თქმით, საქმეში დევს ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირის ჩვენებები, ასევე გამოკითვის ოქმები და წერილობითი დოკუმენტაცია.
რაც შეეხება მკიცებულებებს, ამას წარმოადგენს გამოკითხვის ოქმები, მათ შორის ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბაჟო დოკუმენტაცია. გამოთხოვილი ტელეფონების დეტალური ამონაწერები და ა.შ. წერილობითი დოკუმენტაცია. სუს-ის თანამშრომლები არ არიან აღნიშნულ საქმეზე მოწმეები. მოწმეებს წარმოადგენენ სხვადასხვა პირები, მათ შორის ქრთამის მიმცემი, შუამავლები. გამოძიება გრძელდება, ქმედებასთან სხვა პირების კავშრები დგინდება და შესაბამისის საფუძლსი არსებობის შემთხვევაში, ბრალდებსი მხარე იმსჯელებს მათ მიმართ სამართლებრივი შეფასების შესახებ.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის არარსებობას ბრალდების შესახებ დადგენილებაში, განცხადებაშიც ნახსენები იყო, რომ კონკრეტული გამოკითხვის ოქმის თანახმად, არსი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი მხოლოდ. გამოძიება გრძელდება და თუ ასეთი საფუძელი იქნება, სხვა პირების ქმედებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება მოგვიანებით", - ამბობს პროკურორი.
ლევან ახობაძე მოსამართლე ნანა შამათავამ წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვა.
- გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე სუს-მა გუშინ დილით დააკავა. სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა.
სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობის ქრთამი მეწარმისგან სუს-ში, საკუთარ კაბინეტში მიიღო.
ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის, მაშინ, როცა სუს-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრთამის შესახებ ინფორმირებული იყო ლილუაშვილიც.
- დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.