„იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართეს

23.08.26 20:49
„იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართეს

ცხოველთა უფლებების დამცველებმა ირაკლი კობახიძის სამსახურთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ამჯერად მოქალაქეებმა პროტესტის ფორმად დუმილი აირჩიეს - აქციის მონაწილეების თქმით, ამ გზით ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.

მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველების მიმართ ადეკვატურ და ჰუმანურ მოპყრობას, ასევე პროცესის სრულ გამჭვირვალობას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა შეიქმნას საჯარო ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება, რომელ ცხოველს უტარდება ევთანაზია და რომელი გადაჰყავთ მუნიციპალურ თავშესაფარში.

აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების მიმართ მასობრივი დაჭერისა და დაძინების პრაქტიკა მოქმედებს და ხელისუფლებისგან შესაბამის განმარტებებსა და კონტროლის გამჭვირვალე მექანიზმებს ითხოვენ.

ხელისუფლებისგან ვითხოვთ ჰუმანურ მოპყრობას როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. ეს არის ვანდალიზმი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება. ძაღლების მოპარვა, მოკვლა - ეს არ არის პოპულარიზაციის მართვა,ე ს არის ვანდალიზმი, ეს არის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად ადრე თუ გვიან აგებენ პასუხს. შეცვალონ ტაქტიკა, შეცვალონ ის საშინელი კანონი, რომელიც არაკომპეტენტურმა ადამიანებმა დაწერეს. არ აქვს მნიშვნელობა, თანამედბობაზე რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ "ყველაფრისტი" ხარ. აუცილებლად უნდა გაიწვიონ კანონი, ამით ირღვევა არა მარტო ძაღლების, არამედ ადამიანების უფლებაც, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები