"ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები" - ნიკა გვარამია

28.05.26 15:33
"ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები" - ნიკა გვარამია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები შექმნა. 

მისი თქმით, გორში ორ ახალგაზრდა კაცზე თავდამსხმელ პოლიციელებს არ "მოლანდებიათ", რომ შეიძლებოდა ასე მოქცეულიყვნენ, ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში უყურებდნენ, რით იყო პოლიცია დაკავებული რუსთაველის გამზირზე და იციან, რომ "ძლადობა მოსულა". 

პოლიტიკა ამგვარია ქვეყანაში, რომ პოლიცია არის მოძალადე სისტემურად, ამგვარია პოლიციის ხედვა და ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები. ეს ვერ შეიცვლება, იმ პოლიციელებს კი არ მოლანდებიათ, რომ ესე შეიძლებოდა მოქცეულიყვნენ, ის პოლიციელები ხედავენ მთელი პოლიცია რითია დაკავებული რუსთაველის გამზირზე და კიდევ სხვაგან და ხედავენ კიდევ უფრო მეტს და ჩვენზე კარგად იციან, რომ "ძალადობა მოსულა" - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პოლიციელების ნაწილი ხაშურის, ნაწილი კი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. 

მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ. 

30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც