როგორი ამინდი იქნება 29-30 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

28.05.26 15:58
როგორი ამინდი იქნება 29-30 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. 

ამასთან, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. 

29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)," - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.