გორში პოლიციის მიერ ნაცემი ახალგაზრდა კაცის და შსს-ს თანამშრომლების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს
გორში პოლიციის მიერ ნაცემი ორი ახალგაზრდა კაციდან ერთ-ერთის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ამის შესახებ მან "პირველებთან" ინტერვიუში განაცხადა.
დაზარალებულის და აღნიშნავს, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად ადგილი ჰქონდა ძალადობასაც.
დღეს, 19:00 საათზე, ქალაქ გორში, გორის სამმართველო პოლიციასთან იმართება აქცია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იყოს ობიექტური და სამართლიანი გამოძიება. უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად იყო ძალადობა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჩემი პირადი მოთხოვნაა, რომ სასჯელი იყოს მაქსიმალური თითოეული მათგანისთვის," - ამბობს დაზარალებულის და.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციელების ნაწილი ხაშურის, ნაწილი კი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.