კობახიძემ 26 მაისს აქციაზე გასულ ადამიანებს "გზას აცდენილები" უწოდა
ირაკლი კობახიძემ 26 მაისს აქციაზე გასულ ადამიანებს "გზას აცდენილები" უწოდა - მთავრობის მეთაური დღეს მედიასთან ამტკიცებდა, რომ ქუჩაში აქციაზე დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ 5 000 კაცი იყო გასული.
ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და რომელსაც მოსწონს, მაგალითად, გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე დაუბრუნდეს სწორ გზას - განაცხადა კობახიძემ.
როდესაც ასეთი ადამიანების დაძახებულზე,როგორებიც არიან გვარამია, ვაშაძე, ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, 5 000 კაცი გამოდის, ისინი მე მგონი, ბედნიერები უნდა იყვნენ. ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი რომ გამოდის რუსთაველზე, ეს უნდა იყოს მათი ბედნიერების საფუძველი. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანიც კი გაჰყვეს მათ. ვხედავთ, რომ 5 000 გაჰყვა, რაც თავისთავად სამწუხაროა, თუმცა ისინი უნდა იყვნენ ბედნიერები ამ ყველაფრით. მთავარი არის ის, რომ ეს არის უმცირესობა, ეს აგრესიული უმცირესობა, საბოლოო ჯამში, ვერ აღწევს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ადამიანებს რომ გაემარჯვათ, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა არის იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დღეს არის გზას აცდენილი და რომელსაც მოსწონს, მაგალითად, გვარამია, ზურაბიშვილი, ჯაფარიძე ან ვაშაძე დაუბრუნდეს სწორ გზას და მხარი დაუჭიროს ქვეყნის სწორ კურსს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერია ქართული სახელმწიფო. შესაბამისად, სასურველია კიდევ უფრო მეტად დასუსტდეს რადიკალური ოპოზიცია. ეს პირდაპირ პროპორციულად განაპირობებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებას", - თქვა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღეს არაერთხელ გაიმეორა, რომ აქციაზე მთლიანობაში, 5 000 კაცი იყო, რა დროსაც, დრონზე საუბრისას "პირველების" ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „იმედის“ დრონზე ამახვილებდა თუ არა ყურადღებას, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:
„თქვენი ერთერთი მთავარი მტერი არის დრონი. დრონი დრონია, როგორც მიკროფონი მიკროფონია, ასევე, დრონი დრონია. აქედან გამომდინარე, ნუ ემტერებით დრონს. შეურიგდით დრონს, ეს არის ჩემი თხოვნა თქვენს მიმართ , - განაცხადა კობახიძემ.