სკანდალური სხდომის მოლოდინში - დაადებს თუ არა ხელს მსჯავრდებული მიქაუტაძე ბრალდებულ ლილუაშვილს

28.05.26 20:49
სკანდალური სხდომის მოლოდინში - დაადებს თუ არა ხელს მსჯავრდებული მიქაუტაძე ბრალდებულ ლილუაშვილს

 

 

ვინ დაადო ხელი გრიგოლ ლილუაშვილს? -  სუსის ბრალდებული ექს შეფი მთავარი მოწმის პირისპირ. დღეს მეწარმემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ მფარველობისთვის დიდ ფულს იხდიდა.  საუბარია მილიონ ნახევარზე, რომელიც გამოძიების მასალებით, ყოფილ მაღალჩინოსანს შუამავლის დახმარებით გადასცეს. შუამავალი კი სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი რომეო მიქაუტაძე იყო. 

პროკურორის ინფორმაციით, დღეს სასამართლოში წარმოდგენილ მოწმეს უთხრეს, რომ  ქრთამის მიტანის შემდეგ მას მაღალჩინოსანი მფარველი ეყოლებოდა და აღარ დასჭირვებოლდა ტენდერებში მონაწილეობის მიღება.  თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს  ლილუაშვილის ადვოკატი. მეტიც ლანა ცერცვაძე ირწმუნება რომ შუამავალზე მოწმეეს არ უსაუბრია.

ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს არც შუამავალს და არც იმ მეწარმეს, ვინც დიდი თანხა ეკონომკის სამინისტროში ქრთამის სახით მიიტანა. ლილუაშვილის პირისპირ მალე პროკურატურა მოწმის სტატუსით მიიყვანს რომეო მიქაუტაძეს. "პირველების" ინფრომაციით, სწორედ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილია ის კაცი, ვინც ლილუაშვილს დაადო ხელი. მსჯავრდებული მიქაუტაძე ბრალდებული ლილუაშვილის პირისპირ, სავარაუდოდ, უახლოს დღეებში აღმოჩნდება.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.