ლექტორმა გოგოს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ხელმოწერებს აგროვებდა, ხელი გაარტყა
ლექტორის ძალადობა სტუდენტზე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ქუჩაში ხელმოწრებს აგროვებდა, ხელი გაარტყა.
ნანი გვარიშვილმა, ჯერ ახალგაზრდა აქტივისტებს ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი იძალადა.
ბსუ-ის რექტორი, ტიტე აროშიძე გმობს მომხდარს და ამბობს, რომ აღნიშნულზე ეთიკის კომისიაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
ნებისმიერი სახის ძალადობა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, დასაგმობია, ცხადია, არასასიამოვნოა და არ არის ეს სწორი საქციელი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ სავარაუდოდ, ეთიკის კომისიაზე უნდა გავიტანოთ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ ადგილზე, ისინიც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ჩვენი მხრიდან, რაც საჭიროა, იმას გავაკეთებთ,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.
ნანი გვარიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ბიოლოგიის დარგობრივ დეპარტამენტში მუშაობს.