მკვლელებო! - გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეები ცოტა ხნის წინ პოლიციიის განყოფილებასთან მივიდნენ.
მკვლელებო! - სკანდირებენ აქციის მონაწილები.
"არ გრცხევნიათ, ეს არის კაცობა? თქვენ ხართ პოლიციელები და მოვალენი ხართ, იყოთ კანონდამცელები" - ეუბნებიან პოლიციელებს მოქალაქეები.
აქ დაახლოებით 50-მდე პოლიციელია და მინდოდა მეკითხა, როგორ არავის გაუჩნდა სურვილი, რომ ის ადამიანი გადაერჩინა, რომელიც სასიკვდილოდ ჰყავდათ გამეტებული და რიგში იდგნენ, რომელს წიხლი უფრო მაგრად ჩაერტყა. შეეცადნენ ძალის გამოყენებით გამოვეწიე და კინაღამ კარებში მომაყოლეს. ჩვეულებრივად შევედი, მინდოდა მეკითხა და მომცვივდნენ, ვირთხებივით ჩამქრალ შუქში არიან. ესენი ვერ უნდა დადიოდნენ მშვიდად. სამართალდამცველების ამათ არაფერი ეტყობათ. ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში აწამებენ. ვის უნდა ჰქონდეთ ამათი იმედი, რამე რომ გამიჭირდეს 112-ში ვერ დავრეკავ. რომელიმე მოქალაქეს განცდა უჩნდება, რომ დაცული იქნება ამ ქალაქში?- ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსნებეთ, რომ გორში პროტესტი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ყველამ ნახა, როგორ უსწორდება უმოწყალოდ ორ მოქალაქეს პოლიციელთა ჯგუფი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალადობა სისტემურია და მას “ოცნება“ ახალისებს.