სამტრედიაში დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს

28.05.26 22:38
სამტრედიაში დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს

ორდღიანი ძებნის შემდეგ, სამტრედიაში დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მთავარი ამბები” ავრცელებს.

მწყემსი 26 მაისს გაუჩინარდა. სამძებრო სამაშველო ოპერაციები 2 დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.