ნაწამებმა პაპუნამ სახლში ორჯერ დაკარგა გონება, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები - პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ადვოკატი
გორში, პოლიციელების მიერ ნაცემმა კაცმა სახლში ორჯერ დაკარგა გონება - ამის შესახებ "პირველებს" პაპუნა ლოცულაშვილისა დვოკატი, ლაშა ტყეშელაძე უყვება.
უფლებადამცველის თქმით, დაზარალებულს ჰქონდა თავის ქალის გაუსაძლისი ტკივილები, რის შემდეგაც ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და კაცი გადაყვანილ იქნა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ლაშა ტყეშელაძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, შეწყვიტონ პაპუნა ლოცულაშვილზე სისხლის სამართლის საქმე.
გუშინ ნაწამებმა პაპუნამ ორჯერ დაკარგა გონება სახლში, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, ამის შემდეგ ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო და ის გადაიყვანეს კლინიკაში. ამ დრომდე ის რჩება ნევროლოგიურ განყოფილებაში. აქვს მწვავე თავის ქალის ტკივილები. ასევე სხვადასხვა ორგანოების ტკივილები. მას აქვს მაჯა დაზიანებული. მე შსს-სგან და პროკურატურისგან მოვითხოვ, რომ შეწყვიტოს ნაწამებ პაპუნაზე სისხლის სამართლის საქმე. არ შეიძლება ნაწამებ ადამიანზე ამ დრომდე მიმდინარეობდეს გამოძიება. მეორეს მხრივ მოვითხოვთ, რომ ის მწამაბლებეი ყველა დაიჭირონ და დაისაჯონ წამების მუხლით", - თქვა ლაშა ტყეშელაძემ.
- შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
- ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.