პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ძმა: საშინელი ტკივილები ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო... ოჯახი მოვითხოვთ, რომ ბრალი მოუხსნან

29.05.26 11:16
პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ძმა: საშინელი ტკივილები ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო... ოჯახი მოვითხოვთ, რომ ბრალი მოუხსნან

პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ოჯახი პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც ლოცულაშვილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი "პირველებთან" აცხადებს, ნაცემ კაცს, გვიან ღამით საშინელი ტკივილები ჰქონდა თავის, ტანის, ხელის და ფეხის არეში. ასევე იყო გონების კარგვის ორი ეპიზოდიც, რის შემდეგაც ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ნაცემი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. 

ღამის დაახლოებით 1-კენ თუ 12-სკენ მოხდა, მანამდე გული წაუვიდა, მერე ისევ დაკარგა გონება. მიზეზი როგორც ექიმები ამბობენ, ტკივილები იყო .

სანამ სასწრაფოდ გამოვიძახებდით, საპირფარეშოშიც წაბარბაცდა, ისევ დავაწვინეთ, მერე ორი სააის მერე ისევ შეუძლოდ გახდა. ექიმი როგორც ამბობს, ეს ტკივილების ბრალი იყო. 

ტკივილები - თავის, ტანის, ხელის ფეხის არეში ჰქონდა. იძახდა ძალიან მტკივაო, გამაყუჩებლებზე იყო. სასწრაფოც რომ მოვიდა გამაყუჩებელი გაუკეთა. 

ოჯახის მოთხოვნა არის, რომ მოუხსნასნ ბრალი მას და შეეშვან, ისეთ სტრესშია და ისეთი შეშინებულია, ძალიან", - ამბობს გიგლა ლოცულაშვილი. 

როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ამ წუთებში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ, თუ არ კვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს.

რაც შეეხება დაკავებულ 6 პოლიციელს - გორის სასამართლომ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს უნდა იმსჯელონ. 

  • შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.