“შემომილაწუნა ხელი, დააგდო ჩემი მობილური“ - რას ჰყვებიან სტუდენტები, რომლებიც ლექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ
სტუდენტები, რომლებიც ბსუ-ს ლექტორს, ნანი გვარიშვილს ძლადობაში ადანაშაულებენ, მომხდარის დეტალებზე “ტვ პირველთან“ საუბრობენ.
როგორც გოგონები ამბობენ, ისინი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ, რა დროსაც მათთან გვარიშვილი მივიდა და აგრესიაზე გადავიდა.
სტანდარტული ტექსტით, ქალბატონს გამოვეხმაურე, ვუთხარი, ვაგროვებთ ხელმოწერებს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დაფინანსების მოთხოვნის მიზნით-თქო, ეს ქალბატონი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, პირდაპირ ძალიან აგრესიული ტონით და დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აფინანსებს, რომ ეს წამალი არ არის ნამდვილი და მას შემდეგ, რაც მიიღო ჩემგან პასუხები დეზინფორმაციაზე, იმაზე, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, კიდევ უფრო აქტიურ აგრესიაზე გადმოვიდა, ამბობს თამარ სურმანიძე.
ნონა მირზოევას თქმით, ლექტორმა მას “ხელი შემოულაწუნა და მობილური დააგდებინა, შემდეგ კი უბიძგებდა, დაცვის ჯიხურთან ჩასულიყო.“
შემომილაწუნა ხელი, დააგდო ჩემი მობილური, მეგონა, რომ ეს მობილური იღებდა, მაგრამ სამწუხაროდ, გაითიშა თურმე და არ ჩანს ის კადრები, როგორ მიბიძგებდა აქტიურად ხელს. ჩამიყვანა დაცვის ჯიხურთან, რათა პატრული გამოეძახა, - ჰყვება ნონა მირზოევა.
მათი თქმით, თავიდან თვითონ აპირებდა პატრულის გამოძახებას, თუმცა მოგვაინებით გადაიფიქრა.
ჩვენ გავაკეთეთ ეს, რადგან დაზარალებული მხარე ვართ. მე ვარ იმისი მომსწრე, რომ ხელს ჰკარვდა ნონას და დაცვისკენ მიჰყავდა. მისი მეუღლე, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს, მიუხედავად იმის, რომ ძალადობის ფაქტს შეესწრო, აქეთ გევძახდა პროვოკატორებს. ძალიან ძნელი იყო ჩვენთვის, ადამიანს ფიზიკურად შეეხნენ ბოლოს და ბოლოს, - ამბობს თამარ სურმანიძე.
- 28 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ქუჩაში ხელმოწრებს აგროვებდა, ხელი გაარტყა.
- ნანი გვარიშვილმა, ჯერ ახალგაზრდა აქტივისტებს ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი იძალადა.
- ბსუ-ის რექტორი, ტიტე აროშიძე გმობს მომხდარს და ამბობს, რომ აღნიშნულზე ეთიკის კომისიაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.