დაკავებულია პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში 7 000 ლარზე მეტი ყალბი კუპიურები მოათავსა

29.05.26 12:04
დაკავებულია პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში 7 000 ლარზე მეტი ყალბი კუპიურები  მოათავსა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს,  რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად  ყალბი კუპიურები  მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.