სარჯველაძე პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობაზე: ყველაფერი კონტროლზეა

29.05.26 13:38
სარჯველაძე პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობაზე: ყველაფერი კონტროლზეა

აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის [ პაპუნა ლოცულაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული.

ამ წუთას არაფერი ისეთი პირი არ უჩანს მკვეთრად გამოხატულ საჭიროებას, რომელიც მოითხოვება პაციენტის მიერ,- ამბობს სარჯვველაძე.

“აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთას არაფერი ისეთი პირი არ უჩანს მკვეთრად გამოხატულ საჭიროებას, რომელიც მოითხოვება პაციენტის მიერ”, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ოჯახის და ადვოკატის განცხადებით პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით ცუდად გახდა, ჰქონდა ტკივილები, ასევე გულის წასვლის ორი ეპიზოდი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებამ პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. 

  • შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.