ცნობილი ხდება იმ 6 პოლიციელის ვინაობა, ვინც ძალადობის საქმეზე დააკავეს

29.05.26 13:34
ცნობილი ხდება იმ 6 პოლიციელის ვინაობა, ვინც ძალადობის საქმეზე დააკავეს

ცნობილი ხდება იმ 6 პოლიცილის ვინაობა, ვინც გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ძალადობის საქმეზე დააკავეს - ესენი არიან: 

  1. 1.ალექსი ბადალოვი
  2. 2.ვლადიმერ გოდერძიშვილი
  3. 3.ვანიკო მისირელი
  4. 4.გიორგი წკრიალაშვილი
  5. 5. ბესო მალაციძე
  6. 6. საბა წაველიძე

6-ვეს აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საქმის განხილვაზე უარი განაცხადა მოსამართლე ლევან დარბაიძემ და მან თავი აიცილა. ახლა ძალადობის ხმაურიან საქმეში სხვა მოსამართლე უნდა ჩაერთოს.

რაც შეეხეაბა გორში მომხდარს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის (პაპუნა ლოცულაშვილის) უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

  • შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.