მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ზურა მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა
გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურა მენთეშაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ზურაბ მენთეშაშვილს სასჯელის ნახევარზე მეტი მისჯამდე მოახდევინეს. ის პირველი აქტივისტია, რომელიც რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 61 წლის კაცს მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში უკვე შვიდი თვე გაატარა. ამიტომას სამოქალაქო აქტივისტი ციხეს 2 თვეში დატოვებს.
დღეს სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა 61 წლის ბრალდებულმა:
ცნობისთვის, მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.