ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელების საქმეს განიხილავს

29.05.26 14:29
ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელების საქმეს განიხილავს

ცნობილია მოსამართლის ვინაობა, ვინც 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელების საქმეს განიხილავს - გიორგი წკრიალაშვილის, ვლადიმერ გოდერძიშვილის, საბა წაველიძის, ალეკო ბადალოვის, ვანიკო მისირელის და ბესო მალაციძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი იმსჯელებს. 

პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში 13 საათზე უნდა დაწყებულიყი, თუმცა სავარაუდოდ 15 საათამდე გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.

ბრალდებული პოლიციელების ნაწილი გორის სასამართლოში უკვე გადაყვანილია. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლოსთან შეკრებილები არიან შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც ბრალდებული თანამშრომლების პროცესზე დასწრება სურთ.  

  • შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
  • ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები