ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს
გორში, 2 მოქალაქის ცემაში ბრალდებული არც ერთი პოლიციელი სასამართლო სხდომას არ ესწრება - "პირველების" ინფორმაციით, გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
გორის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საქმეზე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი მსჯელობს.
პროკურატურა პოლიციელების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
საბა წაველიძის ადვოკატი არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას.
ბრალდებული არის 19 წლის, არ აქვს ნასამართლეობა, ცხოვრობს ოჯახთან, ძლიერი სოციალური კავშირები, ახალგაზრდილი ასაკი მზოლოდ ბიოლოგიური ასაკი არ არის, 19 წლის პირი წარმოადგენს რეაბილიტაციის მაღალი შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდას და არა იზოლაციას. პატიმრობა ასეთ ასაკში უნდა იტოს უკიდურეს შემთხვევაში გადაწყვეტილი და არა ავტომატური გადაწყვეტილება. აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან", - განაცხადა ადვოკატმა.
პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში 13 საათზე უნდა დაწყებულიყი, თუმცა სავარაუდოდ 15 საათამდე გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ საქმის განხილვაზე უარი თქვა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.
- შეგახნებეთ, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
- ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.