დაკავებულ პოლიციელებს ჯგუფურ ძალადობაზე ბრალი წარდგენილი არ აქვთ - საქმეში არ დევს სამხრე კამერის ჩანაწერები

29.05.26 17:23
დაკავებულ პოლიციელებს ჯგუფურ ძალადობაზე ბრალი წარდგენილი არ აქვთ - საქმეში არ დევს სამხრე კამერის ჩანაწერები

 

 

გახდა თუ არა გორში ნაცემი მამაკაცი ჯგუფური ანგარიშსწორების სამიზნე? - საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურად არ მომხდარა და ამ ნაწილში ბრალის დამძიმებას არ უნდა ველოდოთ.

დღევანდელი პროცესის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა, მიხეილ ბერიაშვილმა თქვა რომ დაკავებული პოლიციელების ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. რაც შეეხება ადგილზე მყოფ სხვა პირებს,  გამოძიებსი დასადგენია, ჩაიდინეს თუ არა მათ რაიმე სახის დანაშაული. 

გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის. რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი გარკვეული არის, თუმცა იქ მყოფმა სხვა პირებმა ჩაიდინეს თუ არა რაიმე დანაშაული, ეს არის გამოძიების დასადგენი საკითხი.

6 ბრალდებულს რაც აქვს წარდგენილი ბრალად, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, ეს დანაშაული ცალკე აღებული ჯგუფს არ ითვალისწინებს, როგორც დამამძიმებელ გარემოებას. თვითონ კანონშია ასე მუხლში. რა თქმა უნდა, ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა ბრალდებულების ბრალეულობის ხარისხს რასაკვირველია ამძიმეს, თუმცა რაც შეეხება იმას, ჯგუფურად რატომ არ აქვთ წარდგენილი, გეუბნებით, რომ ეს მუხლი ამას არ ითვალისწინებს.

ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შესაბამისად, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას.

საქმის პროკურორს დღეს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, არსებობს თუ არა ნაცემი კაცის, პაპუნა ლოცულაშვილის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება, ან თუ დევს საქმეში სამხრე კამერების ჩანაწერები. 

მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, რომ საქმეში დევს მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული კადრები, ის რაც ტელეფონით იქნა გადაღებული. 

  • ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ დაშავებულია პოლიციელი, რომელსაც ქავა აქვს მოხვედრილი (პაპუნა ლოცულაშვილსიგან) 

პოლიციელიც დაშავებული არის. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული პირების ჩვენებებში ამაზე საუბარი არის.

შემთხვევის ადგილზე მომხდარი არის აღბეჭდილი მხოლოდ იმ პირების გადაღებული სატელეფონო ჩანაწერით, რომლებიც წარმოდგენილი არის სისხლის სამართლის საქმეზე. 

ამის შემდეგ საქმის პროკურორს "პირველებმა" ჰკითხა, მაშინ რაზე დაყრდნობით საუბრობს შს მინისტრის მოადგილე, რომ დაზარალებულმა ლოცულაშვილმა მიაყენა პოლიციელის დაზიანება. 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ალექსანდრე დარახველიძის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა, თქვა, მხოლოდ ის, რომ ფაქტზე გამოძება მიმდინარეობს. 

მტკიცებით რეჟიმში ან რამე დასტურდება, ან არ დასტურდება ამაზე ხომ არ მითქვამს არაფერი. პროკურატურაში ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს... მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, ახალს ვერაფერს გეტყვით, რომ ამ ფაქტზე გამოძება გრძელდება", - განაცხადა პროკურორმა. 

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში გაუშვეს  - გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა. 

პატიმრობას დაკავებულების მიმართ პროკურატურა ითხოვდა. ხოლო ადვოკატებმა პოლიციელების გათავისუფლების შუამდგომლობები დააყენეს: 

დღეს ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს - არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია. 

 

მსგავსი სიახლეები