ჯაშუშობის საქმე - რატომ ითხოვს დაკავებული ჟურნალისტი გრიფის მოხსნას

01.06.26 20:20
ჯაშუშობის საქმე - რატომ ითხოვს დაკავებული ჟურნალისტი გრიფის მოხსნას

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ირაკლი ჩიხლაძე პატიმრობაში გაუშვეს. პროცესზე მას დუმილი არ დაურღვევია, თუმცა ბევრი ისაუბრა საქმის პროკურორმა, ბრალდების მხარე ამტკიცებს რომ აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული გიგა ჩიხლაძის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე სხვადასხვა სახის ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ და ინფორმაციას სხვა ქვეყანას აწვდიდა, სანაცვლოდ კი დიდ ფულს იღებდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩიხლაძის საქმეზე პირდაპირი მტკიცებულებები აქვთ. სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე არ ამბობენ, რომელი ქვეყნის აგენტობას ედავებიან დაჭერილ ჟურნალისტს, ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და საქმეში ბუნდოვანი გარემოებები დატოვეს.

ირაკლი ჩიხლაძის ოჯახი ფიქრობს, რომ საქმე შეკერილია, "არავინ უნდა განადგურდეს საიდუმლო ბრალდებით და შეთითხნილი ნარატივით" - დაწერა სოციალურ ქსელში ჩიხლაძის შვილმა და მამის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლის დაწყება დააანონსა.

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა კიდევ ერთი პირი, პრო-რუსი გულბაათ რცხილაძე, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ობიექტივის ჟურნალისტი ორი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ორმაგი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კრემლის მოკავშირე ბრალს არ აღიარებს, ამტკიცებს რომ იდევნება ქვეყანაში "რუსოფობიული საბჭოს" შექმნის გამო.

დეტალებით მარიამ მაკასარაშვილი