პროტესტი პენიტენციურ სამსახურთან - ოჯახს ნოდარ ტატუნაშვილის მონახულების უფლება მისცეს

01.06.26 20:57
პროტესტი პენიტენციურ სამსახურთან - ოჯახს ნოდარ ტატუნაშვილის მონახულების უფლება მისცეს

მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახი უკვე მეხუთე დღეა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას ცდილობს, პენიტენციური დაწესებულება მიზეზად შაბათ-კვირას ასახელებდა და დღემდე ოჯახის კითხვებს პასუხს არ სცემდა. 29 წლის პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მსჯავრდებული 58 დღის განმავლობაში შიმშილობდა, მისი ახლობლები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმარმა ბრალის დამძიმების შემდეგ მიმართა.  

მსჯავრდებულის ოჯახის მოთხოვნით მათ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ბერიანიძე შეხვდა, თუმცა ოჯახს არ გააცნეს არც დიაგნოზი და არც ცნობა მდგომარეობის შესახებ.  პენიტენციურმა დაწესებულებამ ახლობლებს პაციენტი ნახვის ნებართვა მისცა, მაგრამ წინააღმდეგი იყო  "ვივამედი". მოლაპარაკების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებამ ერთჯერადად მისცა დედას შვილის ნახვის უფლება.

დღეს განცხადება გაკეთდა პენიტენციური სამსახურის მიერ, სადაც ამბობენ, რომ მათ შესთავაზეს პაციენტს მკურნალობა და საკვების მიღება, თუმცა ნოდარ ტატუნაშვილის ოჯახის თქმით,  რომ მსჯავრდებული მკურნალობას 22 მაისს დათანხმდა, მაგრამ  27 მაისს მსჯავრდებულის მდგომარეობა დამძიმდა, ოჯახი ეჭვობს, რომ ამ მდგომარეობამდე ტატუნაშვილი არასწორად ჩატარებულმა მკურნალობამ მიიყვანა.

ვრცლად ნახეთ კრისტი-მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში