საზოგადოების ბრაზი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც კრიზისს დაგვაძლევინებს - ვასილ ივანოვ ჩიქოვანი

02.06.26 22:47
საზოგადოების ბრაზი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც კრიზისს დაგვაძლევინებს - ვასილ ივანოვ ჩიქოვანი

ბრაზი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის მეთოდი, რომელიც დღევანდელ კრიზისს დაგვაძლევინებს - ამისე შესახებ ჟურნალისტმა და ინიციატივა “ჯერ საქართველოს“ წვერმა, ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ტირანს იარაღზე მეტად ეშინია სიცილის, თუმცა, ჩვენ არ უნდა მივეცეთ ტრაგიკულ მხიარულებას.“

ტირანს იარაღზე მეტად ეშინია სიცილის, თუმცა, ჩვენ არ უნდა მივეცეთ ტრაგიკულ მხიარულებას და ბრაზი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის მეთოდი, რომელიც დღევანდელ კრიზისს დაგვაძლევინებს. თანამედროვე ავტორიტაზიმი არ არის დიქტატურის კლასიკური განზომილება, იყენებენ ახალ და ახალ ხერხებს და მიდგომებს, ეს არაკონსტიტუციური სამართლებრივი მანიპულაციაც, ამ ყველაფრის ნაწილია. იგივე კანონების და მიდგომის გაგრძელებაა, რაც იყო მაგალითად ჯერ ქუჩის გადაკეტვისთვის, ადმინისტაციულის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პატიმრობის შემოღება, ჩვენ აგერ გვყავს ადმიანი, რომელიც 9 თვის განმავლობაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოიხდის იმისთვის, რომ იგი მშვიდობიანად მონაწილეობდა პროტესტში. 

ეს არის ის სისტემა, რომელიც არ არის “ოცნების“ შემუშავებული, არის სადღაც შემუშავებული და ახლა ცდიან ჩვენზე, - თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.