რევოლუციური გზით ეკლესიაში ცვლილებების შეტანა სრულებით არამართებულია - მეუფე ნიკოლოზი

28.03.21 15:28
რევოლუციური გზით ეკლესიაში ცვლილებების შეტანა სრულებით არამართებულია - მეუფე ნიკოლოზი

რევოლუციური გზით ეკლესიაში ცვლილებების შეტანა სრულებით არამართებულია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ძალიან არ მომეწონა მათი ლაპარაკის ტონი და მათი ხმამაღალი ლაპარაკი მღვდელმთავრის მიმართ, მეუფე სტეფანე რაც გინდა თქვით და კანონიერი მღვდელმთავარია, რევოლუციური გზით ეკლესიაში ცვლილებების შეტანა სრულებით არამართებულია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები შეინანებენ თავის დანაშაულს,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მეუფე სტეფანესა და დიაკვნებს შორის გრძელდება. დღეს მეუფე სტეფანემ  ზიარება აუკრძალა ყველას, ვინც მისი თქმით,  ეკლესიაზე თავდასხმას საჯაროდ არ მოინანიებს.

მეუფე სტეფანემ მრევლს და სასულიერო პირებს სინანულისკენ  ქადაგების დროს მოუწოდა და 1-კვირიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა ამბიონიდან თქვა.

 

მსგავსი სიახლეები