დააკავეს მძღოლი, ვინც საავარიო ვითარება შექმნა - მტკვარში ჩავარდნილ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

04.06.26 12:20
დააკავეს მძღოლი, ვინც საავარიო ვითარება შექმნა - მტკვარში ჩავარდნილ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

თბი­ლის­ში, მტკვარ­ში 2 ივ­ნისს გა­და­ვარ­დნილ მძღოლს, 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეს და მის კუთვნილ "ჯეტას" ავ­ტო­მო­ბილს ამ დრომ­დე ეძებენ - "პირველების" ინფორმაციით, კი პოლიციამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა. კაცს გამოძიება ავარიული ვითარების შექმნას ედავება. 

  • შსს ამტკიცებს, რომ დაკავებულმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში გადავარდნილი ბიჭი ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ ითხვი­სი­დან იყო და თბი­ლის­ში ხე­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. 

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თბილისში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ  არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ  ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

აღნიშნული  მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს"- წერს შსს.

ფოტო: კვირის პალიტრა

მსგავსი სიახლეები