"ჭრელ აბანოებში" 2 ადამიანის გარდაცვალების საქმეზე „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
„აბანოთუბანი ჯგუფი“ ძველ თბილისში, "ჭრელ აბანოებში" ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და „აბანოთუბანი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
„აბანოთუბანი ჯგუფი“ განმარტავს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცული იყო.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აბანოთუბანი ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან - აქტიურად მიმდინარეობს საქმის გარემოებების შესწავლა.
„აბანოთუბანი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
კომპანიის მხრიდან ობიექტზე დაცული იყო უსაფრთხოების, რეგისტრაციისა და მომსახურების ყველა მოქმედი სტანდარტი და პროცედურა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სივრცეში მიღებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა.
აბანოთუბანი ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. აქტიურად მიმდინარეობს საქმის გარემოებების შესწავლა.
ამჟამად აბანოების სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ძველ თბილისში, აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი 3 ივნისს იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.