თბილისში, ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

05.06.26 13:48
თბილისში, ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

tvpirveli.ge-ი ინფორმაციით, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ფაქტი "ტვ პირველს" დაუდასტურეს შსს-შიც. 

ჩვენთვის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით თანახმად, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. 

როგორც tvpirveli.ge-ის ეუბნებიან, ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კარი შეამტვრია და ცხედრები აღმოაჩინა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მსგავსი სიახლეები