პროკურორის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდების მხარისთვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე არ მიუმართავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს- შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე გამოიკითხება, რომელთაგან პროკურორის თქმით, ორს უშუალო შემხებლობა ჰქონდა "ქოლცენტრებთან".
დღეს, სახელმწიფო მბრალმდებელს, მარიამ ბერძენიშვილს არ უთქვამს, ვინ არიან ეს მოწმეები და არიან თუ არა მათ შორის ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები.
დღეს გვეყოლება სამი მოწმე, რომელიც დაიკითხებიან უშალოდ ე.წ. "ქოლცენტრის" ეპიზოდთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება იმდენად ინფორმაციული, რომ სასამართლო, შემდგომში დაეყრდნობა მათ, განაჩენის გამოტანისას. ორ მოწმეს უშუალო შემხებლობა ჰქონდათ "ქოლცენტრებთან" და შესაბამისად, ისინი ისაუბრებენ "ქოლცენტერბის" საქმიანობისა და მფარველობის დეტალებზე. მესამე მოწმე არის ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა იმ აუდიო-ვიდეო მასალაზე, რაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში და რომლითაც დასტურდება ის ფაქტობრივი გარემო, რაც ბრალში არის ასახული". - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.
პროკურორმა დღეს ასევე პასუხი გასცა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც - მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდების მხარისთივს არც საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიუმართავს და არც ბრალი უღიარებია.
იმისთვის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, პირველ რიგში ოფიციალურად უნდა მოგვმართოს ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა საპროცესო შეთანხმების თხოვნით და რა თქმა უნდა, ამას უნდა ერთვოდეს ბრალდებულის აღიარება, ჯერ-ჯერობით, არც აღიარებაა სახეზე და არც მომართული ოფიციალურად არ არის. მომართვის შემთხვევაში ჩვენ ვალდებული ვართ ყველა განცხადებაგანვიხილოთ და არც ეს იქნება გამონაკლისი", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ის, რომ ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ეს მედიას უთრა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმაც.
ბატონი გრიგოლი თავს უდანაშაულოდ ცნობს, არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება და მოლაპარაკება არ დაწყებულა. ადამიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს და საპროცესო შეთანხმება, იცით, რომ გულისხმობს ბრალის აღიარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, - განაცხადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.